ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონია.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 124 კილოგრამი დაძლია და მეტოქეებს 22 კილოგრამით გაუსწრო.
ამ მაჩვენებლით, ანასტასია გოტფრიდმა ახალგაზრდებში ევროპის რეკორდი გააუმჯობესა.
აკვრაში გოტფრიდმა ჩემპიონობა მეორე მისვლაზე გაინაღდა, ხოლო ორჭიდის ჯამში გოტფრიდმა 256 კგ დააგროვა და უახლოეს მდევარს 30 კილოგრამით აჯობა.