ოქროს მედლები ძალოსნობაში

საქართველოში გავრცელებულ ხალხურ ასპარეზობათა შორის, ქართულ ჭიდაობასთან და ცხენოსნურ თამაშებთან ერთად, პოპულარული იყო შეჯიბრი სიმძიმეების აწევაშიც. პაექრობის დროს სხვადასხვა წონისა და ფორმის ქვას იყენებდნენ, რომელსაც მოასპარეზეები ცალი ხელით ან ორივე ხელით წევდნენ. როგორც სპორტის კლასიკური სახეობა, ძალოსნობა საქართველოში 1910-იან წლებში დაინერგა. იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოს სპორტსმენებს მოგებული აქვთ სამი ოლიმპიური ოქრო, ოთხჯერ მსოფლიო და 13-ჯერ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები. ჯილდოებს კიდევ ხუთი ოქროს მედალი და ორი მსოფლიო რეკორდი შეემატა. საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება ლაშა ტალახაძემ და ანასტასია გოტფრიდმა ამერიკის შეერთებული შთატების ქალაქ ანაჰაიმში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე მოუტანეს.

ნინო გაბელია სპორტული ტრიუმფის შესახებ.

დატოვე კომენტარი