პროკურატურაში ანალიტიკური ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული სისტემა პროკურატურის ლოკალურ ქსელზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილია და ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა.
აღნიშნული, ალგორითმებისა და პროგრამული ხელსაწყოების მეშვეობით, ადგენს თანამშრომელთა დატვირთულობის ხარისხს. პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი მოადგილეები და რაიონული პროკურორები ესწრებოდნენ.