„ანაკლიის პორტისა” და „ანაკლია სითის” მენეჯმენტმა საზოგადოებას ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა და პროექტის განვითარებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები გააცნო.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის განცხადებით, ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება და პორტი პირველი გემის მიღებასაც სწორედ ამ დროისთვის შეძლებს.
პორტის პარალელურად, ტერიტორიაზე მოეწყობა სპეციალური ეკონომიკური ზონაც, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კერძო სექტორს შეეძლება საკუთარი ბიზნესსაქმიანობა განახორციელოს, რაც შექმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებებს.
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 9 ფაზას მოიცავს.