რა ბედი ელის ანაკლიის პორტის მშენებლობას და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ პროექტი არ შედგება.
მთავრობა შუალედური ვალდებულების ვადის ამოწურვაზე მიუთითებს, კოსორციუმი კი საჭირო დოკუმენტაციის წარდგენაზე საერთოდ უარს ამბობს. მხარეები პროცესში ერთმანეთის ბრალეულობაზე საუბრობენ. პროექტის განხორცილება კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებით, ის იურიდიულ დავას გააგრძელებს, თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს.
მარიამ ბერძენიშვილი მუშაობს თემაზე.