ანაკლიის პროექტში ინვესტორად ჩინური კონსორციუმის შესვლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანა დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს დააშოროს. მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ ჩინეთ-ევროკავშირს შორის მზარდი სავაჭრო დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვანია პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის ჩართვა, რადგან სწორედ ჩინეთის ინტერესშია ანაკლიის პორტმა რაც შეიძლება მეტი ტვირთი გაატაროს. რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს და ამასთან, გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას.