ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი დღეს შეფასებების მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. პრემიერის განცხადებით, პორტის აშენების „გარანტი უმსხვილესი ჩინური კომპანია იქნება, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს“, მათ შორის ამ ტიპის პროექტებზე. მისივე თქმით, სპეკულაციებისა და ანტიჩინური კამპანიის ინიციატორები კი არიან ისინი, ვინც საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან იღებენ.