საქართველოს პრემიერის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზანი მშენებლობის პირველი ფაზის ორ წელიწადში დასრულებაა, რისთვისაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საკითხს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც სამშენებლო, ისე კერძო პარტნიორების წინადადების შერჩევა.