ცნობილია კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს. ტენდერში ბელგიურმა კომპანიამ გაიმარჯვა. 86-წლიანი ისტორიის მქონე „იან დე ნული“ ნავსადგომის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ჩაატარებს. სამშენებლო კომპანიას მსგავსი სამუშაო ათეულობით ქვეყანაში აქვს შესრულებული. ტენდერში მასთან ერთად კიდევ სამი კომპანია მონაწილეობდა. ფსკერის დაღრმავებით სამუშაოები და ტალღმტეხელის მოწყობა უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს. შუა დერეფნის მიმართ ბოლო დროს გაჩენილი მაღალი ინტერესის ფონზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგომის სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია. მასშტაბურ პროექტს სახელმწიფო ჩინურ კონსორციუმთან ერთად ახორციელებს. საკონტროლო პაკეტს სწორედ სახელმწიფო ჩაიბარებს.