ხუთი სცენა და 100-ზე მეტი მუსიკოსი ღია ცის ქვეშ: ანაკლია მუსიკალური ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება.
23 დან 26 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში ჟანრობრივად განსხვავებულ 5 სცენაზე 150 -მდე საერთაშორისო და ადგილობრივ არტისტს უმასპინძლებს.
„ექოვეივსის“ ორგანიზებაში ევროპის პოპულარული ფესტივალი exit-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფია ჩართული. ჯგუფის წარმომადგენლები ანაკლიას რამდენიმე თვის წის ესტუმრნენ და მას შემდეგ უშუალოდ არიან სამუშაო პროცესში ჩართულები.
ფესტივალი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ეწყობა. ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნა . მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს.
თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი ანაკლიიდან.