ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საერთაშორისო სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.
პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების თხოვნით მისულმა კონსორციუმის ხელმძღვანელმა დღეს ვრცლად ისაუბრა იმ პირობებზე, რა შემთხვევაშიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა დაიწყება. საუბარია სამ მოთხოვნაზე, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში კონსორციუმი მზად არის, ექვს თვეში პორტის მშენებლობას შეუდგეს. თუმცა ლევან ახვლედიანმა საკვანძო საკითხების ორ თვეში გადაწყვეტა გამორიცხა. სწორედ წლის ბოლოს იწურება სახელმწიფოს მიერ კონსორციუმისთვის ფინასების მოსაძიებლად მიცემული და ბოლო შანსად გამოცხადებული ვადა. ახვლედიანის განცხადებებში დღეს გამაფრთხილებელი გზავნილებიც იყო.