ანა წითლიძის განცხადება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გამართა. ანა წითლიძის განცხადებით, შსს-ს სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი აიძულებდა თანამშრომლებს, ოპოზიციურად განწყობილი ოჯახის წევრების პირადობები მიეტანათ. მისივე განცხადებით, თანამშრომლებმა არ შეასრულეს დავალება და პრობლემის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს. წითლიძის განცხადებით, ამის შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უკან დაიხია.