ანა წითლიძის განცხადება

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი წინასაარჩევნო კამპანიაში ძალოვანი უწყებების ჩართულობაზე საუბრობს. ანი წითლიძის განცხადებით, შსს-ს მაღალჩინოსნებს ძალოვანთა შტაბები აქვთ სენაკსა და ზუგდიდში და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. წითლიძე შინაგან საქმეთა მინისტრს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მასალა უკვე გადასცეს საერთაშორისო ორგანიზაციებს.