ანა ნაცვლიშვილის განცხადება

პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას უკავშირდება, რისკებს შეიცავს და პრობლემურია,- ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილი აკეთებს განცხადებას. მისივე ინფორმაციით, რიგ სახელმწიფო უწყებებში მკაფიოდ არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული, ვინ არის პასუხისმგებელი მართლწესრიგზე, უსაფრთხოებაზე და ვინ არის მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციის მატარებელი თანამშრომელი, თვითონ ამ უწყებების შიგნით. ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ სანამ ეს ცვლილებები უწყებების შიგნით არ განხორციელდება და მკაფიოდ არ გაიმიჯნება ეს ორი კატეგორია, კანონიერი მოწესრიგება გართულდება.