ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელიც თბილისში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, საქართველო დღეს გამთენიისას დატოვა. გუშინ, 13 ნოემბერს, დღის ბოლოს მან პრესკონფერენციაზე თავისი პოზიცია განმარტა. ანა ფოტიგას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მაღალი რანგის პატიმარია მთელი მსოფლიოს შეფასებით, ეს ნიშნავს ჯანდაცვის, უსაფრთხოების სპეციალურ ყურადღებას და ასევე გაგებას, რომ სამართლიანი სასამართლო იყოს უზრუნველყოფილი.