დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე, ოქროს უბნის მოსახლეობას შეხვდა და ფოცხვერაშვილის #14-ში მდებარე ყოფილი სპორტული მოედნის ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით ადგილობრივების საპროტესტო აქციას შეუერთდა. მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვს.