ანა დოლიძის მოთხოვნა

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. საკითხი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხება. დოლიძის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა ახალშექმნილი პარტიების მიმართ დისკრიმინაციულია და მაგალითად 25 ათასი ხელმოწერის შეგროვების საკითხს ასახელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხელმოწერების შეგროვება აუცილებელია, რათა პარტიამ საკუთარი ელექტორატის არსებობა დაადასტუროს.