ანა დოლიძის განცხადება

ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ 20 ივნისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსანტთა სია 50 კაცამდე შეამცირა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი სასამართლოში კლანის არსებობაზე საუბრობს და მიმართავს საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს ამ სიის კენჭისყრისგან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პროცესი პროცედურის მიხედვით წარიმართება.