ფინანსთა სამინისტროს მიერ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით დამტკიცებულ რეგულაციაზე საუბრობს ანა დოლიძე.
მოძრაობა „ხალხისთვის“, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი შემუშავებულ წესს აზარტული თამაშების წინააღმდეგ მათი კამპანიის გამარჯვებად მიიჩნევს. ახალი წესის თანახმად, ონლაინ-აზარტული თამაშებისთვის მხოლოდ მომხმარებლის სახელი და პაროლი არ იქნება საქმარისი, რასაც ანა დოლოძე დადებითად აფასებს, თუმცა ასევე ლუდომანებისთვის მოითხოვს სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას, რომელიც აზარტული თამაშების კომპანიების მიერ გადახდილი თანხით დაფინანსდება.
ანა დოლიძის თქმით, აუცილებელია ასევე ე.წ. სლოტ-კლუბები სპეციალურ ზონებში განთავსდეს.