ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანომ საარჩევნო კოდექსში ცვლილება შეიტანოს. კერძოდ, საარჩევნო უბანზე აკრძალოს მობილური ტელეფონის შეტანა. როგორც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს და მოქალაქეებს სთხოვს არჩევნების დღეს საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღონ და კოორდინატორებს გაუგზავნონ.