პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი და მისი გუნდის წევრები, 30 ოქტომბერს არჩევნების დაკვირვების პროცესში ერთვებიან. ანა დოლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს, მეორე ტურში, არჩევნების დღეს დაიცავს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზებული ვითარების პირობებში, სიმართლის დაკარგვის საფრთხეა, მისი პარტია კი, შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის. ანა დოლიძის 30-კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი უკვე დარეგისტრირებულია ცესკო-ში, ისინი თბილისსა და რუსთავში მობილური ჯგუფები იქნებიან.