პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტში სიმართლის კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. კომისიამ ე.წ. მიყურადების ფაილების საქმე უნდა გამოიძიოს. ანა დოლიძის თქმით, მოსმენებში მონაწილე ქვედა დონის თანამშრომლებს უნდა შეეხოთ ამნისტია, რადგან მათ არსებული სისტემის მუშაობაზე მისცენ რეალური ჩვენება. დოლიძე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კომისიის შექმნის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.