ანა დოლიძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ანა დოლიძემ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებთან ერთად, სოფელ ჩორჩანას ტყეში ის ნაწილი ნახა, სადაც ოკუპანტებს ხეები აქვთ მონიშნული.

სოფელ ჩორჩანას ტყეში რამდენიმე ასეულ მეტრზე ხეები ყვითელი საღებავებით არის შეღებილი.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მონიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე სახიფათოა.