ამომრჩევლის დაკვეთა და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი

სანამ გაირკვევა რომელი პარტია მოიპოვებს მოქალაქეთა უმრავლესობის მხარდაჭერას – როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ცდილობს მეტი ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს.

ტრადიციული ღირებულებები, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ – ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც აქცენტს მმართველი გუნდი აკეთებს და პოტენციურ ამომრჩეველს მხარდაჭერის შემთხვევაში ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ჰპირდება. ამ კონტექსტში განიხილავს „ქართული ოცნება“ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტსაც და ოპოზიციას გარე ძალების დაკვეთით, ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები მომავალ არჩევნებს რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანს უწოდებენ, მოქმედ ხელისუფლებას კი რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ვის დაუჯერებს ამომრჩეველი – ამ კითხვაზე პასუხი 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი.