საქართველს პარლამენტი მომავალ კვირაში რიგგარეშე სხდომას გამართავს – მიზეზი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვაა.
„ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით, პატიმართა დაახლოებით 10%-ს შეეხება. საერთო ჯამში კი ამნისტია სხვადასხვა ფორმით პატიმრების ერთ მესამედზე და 300-მდე მუხლზე გავრცელდება. ის არ ეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს. ოპოზიციიდან კანონპროექტს ჯერ-ჯერობით მხოლოდ „გირჩის“ მხარდაჭერა აქვს. სხვები კი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები აქვთ.
ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს მართველი გუნდი და ინიციატივის მთავარ მიზეზად ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირებას ასახელებს.