პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკითხის განხილვას საპარლამენტო ოპოზიციის მცირე ნაწილი ესწრებოდა. სხდომაზე იყო მცირე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. დაგეგმილი ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება და ჯამში სხვადასხვა ფორმით და ეფექტით სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს და პატიმრების ერთ მესამედს შეეხება.
სხდომის დეტალებს და მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.