ამნისტიის კანონი მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე

მიწების ამნისტიის კანონი უკვე ძალაშია.

შედეგად ათასობით მოქალაქე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. კანონში შესული ცვლილებები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ეხება. ამ ტიპის ნაკვეთების თვითნებურად დაუფლების გამო მოქალაქეს პასუხისგება აღარ მოუწევს, თუმცა არსებობს ორი პირობა. მან დანაშაული უნდა აღიაროს და ნაკვეთი უნდა დააბრუნოს, ან ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის, რა პროცედურები უნდა გაიარონ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც ამნისტიით სარგებლობა სურთ.