საქართველოს პარლამენტისა და სამაჩაბლოს საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. მატჩი „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ კამპანიის ფარგლებში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო. თამაში ფრედ – 3:3 დასრულდა.