ამირან გამყრელიძის განცხადება

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევა ჩატარდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, კვლევა პრობლემების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. მას გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაატარებს. საქართველოს მასშტაბით შემოწმდება 1500 ბავშვი.

პრაქტიკოსი ექიმებისთვის დღეს სპეციალური სემინარიც ჩატარდა.