ტურისტული სფეროს წარმომადგენელთა კიდევ ერთი დელეგაცია საქართველოში.
ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ამერიკული ტურ-ოპერატორები ეცნობიან. სტუმრებს შორისაა „ფორბს მაგაზინის“ ჟურნალისტიც. ქართული კერძების და ღვინის დაგემოვნება, ტრადიციების გაცნობა, იმერეთსა და კახეთში ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება – ასეთია ერთკვირიანი პროგრამა. დაგეგმილია ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პუბლიკაციის მომზადებაც.
საინფორმაციო ტურის შემდეგ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გაზრდას ელოდებიან.