დაემატება თუ არა საქართველოს თავდაცვით შეიარაღებას ახალი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“, კონგრესის გადასაწყვეტია. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თანახმაა საქართველოს 75 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების შეიარაღება მიჰყიდოს. საუბარია სარაკეტო კომპლექსზე, რომელიც ანადგურებეს ნებისმიერ ჯავშან ტექნიკას. „ჯაველინი“ ასევე გამოიყენება გარკვეული საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგაც. ქართული მხარე შტატებს სულ 410 რაკეტის და 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის შესყიდვას თხოვს.
ლიკა ალელიშვილის სიუჟეტი.