2018 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატების “მწვანე ბარათის” გათამაშება გუშინ ოფიციალურად დასრულდა. ”ამერიკული ოცნების” საცდელად მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად, გათამაშებაში საქართველოს მოქალაქეებიც აქტიურად არიან ჩართულნი. მომავალი წლის გათამაშებაში მონაწილე და გამარჯვებული ადამიანების რიცხვი ჯერ უცნობია, თუმცა გასული წლების მონაცემები აჩვენებს, რომ ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის მსურველთა რიცხვი მზარდია. ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკისა და „მწვანე ბარათის“ ლატარეაზე აქამდე გაკეთებული განცხადებების შემდეგ კი, აქტუალურია კითხვა გათამაშების შესაძლო გაუქმების შესახებ.
რა ბედი ელის საოცნებო „მწვანე ბარათს“ და რის შეცვლას გეგმავენ რესპუბლიკელები.
ნახეთ მარიამ მენაბდის სიუჟეტი.