ამერიკული კუთხე გაიხსნა ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კუთხე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, გაიგონ მეტი ამერიკისა და ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლების შესაძლებლობის შესახებ. დაესწრონ საჯარო პროგრამებს ინგლისურ და ქართულ ენებზე და მიიღონ ინფორმაცია ამერიკულ საზოგადოებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე.
ამერიკული კუთხის გახსნის ღონისძიებას საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი დაესწრო.