მაღალი შეფასება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარდაჭერა საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე დიალოგს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზეა საუბარი.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მთავრობამ უნდა გააძლიეროს თავისი ვალდებულება, დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით იმისათვის, რომ სასამართლოსა და საპროკურორო სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისაგან თავისუფლება უზრუნველყოს.