ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ: „მოვუწოდებთ ყველა პარტიას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან“ წერია – სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოამბე