საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შესრულებას როსს უილსონი იწყებს.
პირველი გაცნობითი შეხვედრა უკვე შედგა საგარეო უწყებაში, სადაც დავით ზალკალიანმა და ელჩმა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, საერთო ინტერესები და ის გამოწვევები განიხილეს, რომლებსაც ქვეყანა ოკუპაციის სახით აწყდება. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ახალი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მისთვის დიდი პატივია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გადაწყვეტილება, რომლითაც ოფიციალურ ვაშინგტონს თბილისში სწორედ ის წარმოადგენს.
საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ როსს უილსონის კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე ელჩის გამოგზავნა საქართველოში უკვე არის მნიშვნელოვანი გზავნილი შტატებიდან.