სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის თბილისში გამართულ შეხვედრებზე, ინფორმაციას ავრცელებს ამერიკის საელჩო. მოლაპარაკებები პრემიერთან, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან გაიმართა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აუდიენციის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგმარეობასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე.