ვაქცინაციის ფონზე ოპტიმისტურია ამერიკის პრეზიდენტის პროგნოზი.
ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღესთან ერთად „კოვიდ-19“-ის დამარცხებასაც იზეიმებს. ეს განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა პირველი სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა, რომელსაც ამერიკული ტელეკომპანიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. „კოვიდ-19“-ის პანდემიიდან ერთი წლისთავზე ბაიდენმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. წინასწარი გეგმით, მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ყველა ამერიკელს შეეძლება. თეთრ სახლში იმედი აქვთ, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის მეასე დღეს ამერიკაში უკვე 200 მილიონი ადამიანი იქნება აცრილი.