ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა, შეხვდეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რათა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტი განიხილონ. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები შეცდომას უშვებენ დახმარების პაკეტზე წინააღმდეგობის გაწევით. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი 13 თებერვალს დაუჭირა, თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ სენატის მიერ დამტკიცებულ კანონს კონგრესი მხარს არ დაუჭერს. ამასთან, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, დაუწესებს თუ არა ის დამატებით სანქციებს რუსეთს ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო. „ჩვენ უკვე გვაქვს სანქციები. დიახ, განვიხილავთ დამატებით სანქციებსაც“,- განაცხადა ბაიდენმა.