„საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის, მათი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის“- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. პრაისის თქმით, ვაშინგტონი ყოველთვის კავშირზეა რეგიონში მის პარტნიორებთან და ეს რა თქმა უნდა საქართველოსაც ეხება. მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ორივე ქვეყნის მხარდაჭერას.