ამერიკის ელჩის განცხადებას, სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით, თბილისში პოლიტიკოსები ეხმაურებიან. რობინ დანიგანის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. დიპლომატის შეფასებით, შედეგები, რომლებიც ამერიკის მხრიდან ხელისუფლების ქმედებებს მოჰყვა, არის ხელსაწყო ხელისუფლების ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად. ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამერიკა პარტნიორ ქვეყანას შეზღუდვებითა და სანქციებით არ უნდა ემუქრებოდეს.