პენტაგონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სწავლება „ღირსეული პატრიოტი“ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, აშშ-ის ელჩი ეხმაურება. რობინ დანიგანის განმარტებით, გადაწყვეტილება ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში იქნა მიღებული. დიპლომატმა მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაბალანსდება.