ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება გაიმართა ამერიკის საელჩოში. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ცერემონიას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერიც. სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა. რობინ დანიგანმა დამოუკიდებლობის დღისა და თავისუფალი საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველი ხალხის მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და თავდადებასაც გაუსვა ხაზი.