საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და ჟურნალ Forbes-ის ჟურნალისტს მასპინძლობს.
ტურის ფარგლებში ამერიკული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ, შეხვედრები გამართეს ქართველ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ესტუმრნენ ქუთაისსა და კურორტ საირმეს. იმერეთის რეგიონის შემდეგ ტურის მონაწილეები კახეთში გადაინაცვლებენ. ეწვევიან წინანდალს, სიღნაღსა და ლოპოტას, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში, ესტუმრებიან მარნებს და ადგილზე ქართულ ტრადიციულ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ. ინფო ტურის ფარგლებში „ფორბსი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას მოამზადებს.