ამერიკელი სენატორების ვიზიტი

მაღალი რანგის სტუმრები აშშ-დან.

ამერიკელი გავლენიანი სენატორები თბილისში არიან. ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ ცნობილმა კანონმდებლებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. ბუნებრივია, მთავარი კითხვები საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მომავალს, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და იმ ფაქტორებს ეხებოდა, რომლებიც ოპოზიციის მტკიცებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს შეუშლის. მთავრობისადმი სენატორების ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის სურვილი წინ წაწიონ. პრესკონფერენციამდე გამართულ ყველა შეხვედრაზე სენატორები დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ხელისუფლების ოპონენტები ევროინტეგრაციის პროცესის დამაბრკოლებლად მიიჩნევენ, „ხალხის ძალის“ მიერ ცოტა ხნის წინ ინიცირებული კანონპროექტია უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელსაც სენატორებისგან კითხვები და კრიტიკა მოჰყვა.

ნოდარ ჩაჩუამ მოისმინა ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ამერიკელი სენატორების განცხადებები.