თბილისში ცნობილი ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი ქულიო ჩამოდის.
„Gangsta’s Paradise“-ს ავტორი ქართველი მსმენელის წინაშე 11 ივნისს ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მოწყობილ სცენაზე წარდგება. ის თბილისს 90-იანების ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება.
გრემის მფლობელი რეპერის გარდა მსმენელის წინაშე დისკოს ლეგენდა, ფრანგული პოპ დიუ „ოტოვანიც“ წარდგება. შესრულდება ყველასთვის კარგად ცნობილი ფრანგული და ინგლისური ჰიტები.