ამერიკელი რეპერის კონცერტი თბილისში

თბილისში ცნობილი ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი ქულიო ჩამოდის.

„Gangsta’s Paradise“-ს  ავტორი ქართველი მსმენელის წინაშე 11 ივნისს ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მოწყობილ სცენაზე წარდგება. ის თბილისს 90-იანების ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება.

გრემის მფლობელი რეპერის გარდა მსმენელის წინაშე დისკოს ლეგენდა, ფრანგული პოპ დიუ „ოტოვანიცწარდგება. შესრულდება ყველასთვის კარგად ცნობილი ფრანგული და ინგლისური ჰიტები.