გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს ეწვევა. დაგეგმილია რიჩარდ ნეფიუს ვიზიტი სომხეთშიც. შეხვედრები გაიმართება 15-17 იანვარს. ის ორივე ქვეყანაში განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს.
საქართველოში შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. რაც შეეხება სომხეთს, დისკუსიები შედგება ხელისუფლებასთან, იუსტიციის უწყებასთან და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან.