პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებებს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ ამერიკელი მაღალჩინოსნის კრიტიკულ გზავნილებზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ვერ მოისმინა ვერცერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების განვითარება თვისებრივად შეიცვლება.