აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი დასასრულს უახლოვდება.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან. სამშვიდობო მისიას დაასრულებენ ქართველი ჯარისკაცებიც. სამხედროების გაყვანის პროცესი სიმბოლურად 11 სექტემბერს დასრულდება. 20 წლის წინ სწორედ 11 სექტემბერს მოწყობილი ტერაქტების შემდეგ აამოქმედა ნატომ ისტორიაში ერთადერთხელ ორგანიზაციის წესდების მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს. დაიწყო მისია ნატოში ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ წინააღმდეგ. ორგანიზაციის სამხედროების მხარდამხარ ცხელ წერტილში იყვნენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.